ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები

პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ ელექტრო მემონტაჟის მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას ინდივიდუალურ საწარმოში და/ან ენერგეტიკის, სარკინიგზო, სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებაში.

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისათვის გამოსაყენებელი მასალების განსაზღვრა და უსაფრთხოების წესების დაცვა
  • ელექტრული სქემებისა და სამშენებლო ნახაზების წაკითხვა;
  • ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება
  • წრედის იზოლაცია და წრედის დაცვის მექანიზმების, დამიწების კონტურის მოწყობა

პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 13 კვირა – 200 საკონტაქტო საათი, კვირაში 15 -20 საათიანი დატვირთვით
  • დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება და ასაკი 18+
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
  • პროგრამაზე ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

პროგრამაზე სწავლა უფასოა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში