ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება

პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოები იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ სპეციალობით თვითდასაქმებას ან დასაქმებას ადგილობრივ შრომით ბაზარზე (ტყის არამერქნული პროდუქტებისა და მცენარის პროგრამის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაციარეების საკვები, სამედიცინო, კოსმეტიკური, ჰიგიენური და დიზაინის დანიშნულებით გამოყენების ბიზნეს მიმართულებზე).

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ტყის არამერქნული პროდუქტების გარემოსდაცვითი, სოციალურ- ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობის აღწერა
  • ტყის არამერქნული პროდუქტების მიმართულებით ბიზნესის დაგეგმვის და რეალიზაციის გზების აღწერა
  • ტყის არამერქნული პროდუქტების იდენტიფიცირება და შეგროვების არეალების დარუკება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი შეგროვების ვადების, წესების, მეთოდების და აღჭურვილობის შერჩევა
  • ტყის არამერქნული პროდუქტების პირველადი დამუშავების და გადამუშავებისას სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ნედლეულის შეფასება და პირველადი დამუშავება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების გადამუშავება, შეფუთვა და შენახვა

პროგრამის თეორიული ნაწილის სწავლება განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში, მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ, ხოლო პრაქტიკული სწავლება – გარე ბუნებრივ სივრცეში, ველზე და კოლეჯის პარტნიორი კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 3 კვირა – 45 საკონტაქტო საათი, კვირაში 15 საათიანი დატვირთვით
  • დაშვების წინაპირობა: საშუალო განათლება
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
    პროგრამაზე ჩარიცხვა:  საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

პროგრამაზე სწავლა უფასოა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში