სანტექნიკური სამუშაოები

პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს სანტექნიკის სისტემების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას სამშენებლო ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებებში.

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • სანტექნიკური სამუშაოების წარმოება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • სანტექნიკური ნახაზების პირობითი აღნიშვნების წაკითხვა
  • გარე წყალსადენი ქსელიდან შენობაში შემყვანი მილის მოწყობა გარე წყალსადენ ქსელთან დაერთებით
  • შიდა წყალმომარაგების სისტემის დაკვალვის სამუშაოების შესრულება
  • მილსადენის შიდა ქსელის მონტაჟი
  • შიდა წყალარინების ქსელში დგარების, სარინი და გამომყვანი მილების მონტაჟი
  • საწმენდი რევიზიის მოწყობა, ტრაფებისა და სიფონების მონტაჟი
  • წყალჩადინების ქსელის მონტაჟი
  • სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი

პროგრამა განხორციელდება    თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 11 კვირა – 165 საკონტაქტო საათი, კვირაში 15 საათიანი დატვირთვით
  • დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
  • პროგრამაზე ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

პროგრამაზე სწავლა უფასოა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში