რეგისტრაცია – ტყის არამერქანული პროდუქტების მდგრადი წარმოება

📣 #მიმდინარეობს_რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე #ტყის_არამერქნული_პროდუქტების_მდგრადი_წარმოება

✅ #პროგრამაზე_შეისწავლება ტყის არამერქნული პროდუქტების (ველური ხილ-კენკრა, სამკურნალო და არომატული მცენარეები, კაკლოვნები) სახეობები, ტყის კოდექსისა და ტყითსარგებლობის წესების დაცვით მათი მოპოვება და კომერციული მიზნით გამოყენება – საკვები, სამედიცინო, კოსმეტიკური, ჰიგიენური ან დიზაინის ბიზნეს მიმართულებებში მეწარმეობისათვის.

✅ პროგრამის თემატიკა მოიცავს თანამედროვე თეორიულ-ტექნიკური სტანდარტებს:

🔹 ტყის არამერქნული პროდუქტების გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა
🔹ტყის არამერქნული პროდუქტების მიმართულებით ბიზნესის დაგეგმვისა და რეალიზაციის გზები
🔹ტყის არამერქნული პროდუქტების იდენტიფიცირება და შეგროვების არეალების დარუკება
🔹 ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი შეგროვების ვადების, წესების, მეთოდებისა და აღჭურვილობის შერჩევა
🔹 ტყის არამერქნული პროდუქტების პირველადი დამუშავებისა და გადამუშავებისას სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
🔹 ტყის არამერქნული პროდუქტების ნედლეულის შეფასება და პირველადი დამუშვება
🔹 ტყის არამერქნული პროდუქტების გადამუშავება, შეფუთვა და შენახვა

⏳ #პროგრამის_ხანგრძლივობაა 3 კვირა, 45 საკონტაქტო საათი, კვირაში 15 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

🔸პროგრამაზე #მისაღებ_მსმენელთა რაოდენობა: 15
🔸პროგრამაზე #დაშვების_წინაპირობა: საბაზო განათლება და ასაკი 18+
🔸მსმენელთა #შერჩევის_ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება კოლეჯის საკონკურსო კომისიასთან
🔸პროგრამაზე #ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

🎁 პროგრამაზე #სწავლა_უფასოა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო)

🏛 #პროგრამის_თეორიული_ნაწილი განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ, ხოლო #პრაქტიკული ნაწილი – #კოლეჯის_პარტნიორი კომპანიის ბაზაზე.

🎓📃 #პროგრამის_დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – #სერტიფიკატი.

✅ კოლეჯში შექმნილია წარმატებულ კურსდამთავრებულთა #დასაქმება_თვითდასაქმების მხარდაჭერის სერვისები

✅ პროგრამაზე #რეგისტრაცია შესაძლებელია 2-19 ოქტომბრის პერიოდში ონლაინ ვებ გვერდზე- https://vet.emis.ge ან კოლეჯში ვიზიტით.

❓#როგორ_დარეგისტრირდეთ ონ-ლაინ:

🌐 დარეგისტრირდით ვებ გვერდზე https://vet.emis.ge
✅ გაიარეთ ავტორიზაცია და აირჩიეთ სასურველი პროგრამა ბლოკიდან “მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები”. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას.
⏳ დაელოდეთ აპლიკანტთა საკონკურსო შერჩევის ეტაპის გამოცხადებას (რეგისტრაციების პერიოდის დასრულების შემდეგ).

✍️ ასევე შეგიძლიათ #რეგისტრაციისათვის_მოგვმართოთ_კოლეჯში:

📬 მისამართი: ხაშური, ახალი ბანას ქ.#15
⏰️ სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00

❓დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

☎️ 577 004 114

🎊 სწავლა პროფესიული მომზადების პროგრამაზე #ტყის_არამერქნული_პროდუქტების_მდგრადი_წარმოება პროგრამაზე 2025 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყება