#ხაშური_ვითარდება — შენც შეგიძლია ამ განვითარებაში მონაწილეობა მიიღო!
ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი — #წყალმომარაგებისა_და_წყალარინების_სისტემის_რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქი ხაშურისა და მიმდებარე სოფლების 44,000-ზე მეტი მცხოვრებისათვის უზრუნველყოფს უწყვეტი და უსაფრთხო წყლის სერვისს. პროექტის ფარგლებში შენდება სრულად ახალი წყალმომარაგების ქსელი, მათ შორის-მაგისტრალური გამანაწილებელი ქსელები, სატუმბი სადგურები და გამწმენდი ნაგებობები, რეაბილიტირდება წყლის არსებული ინფრასტრუქტურა.
#სანტექნიკოსი უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო პირობებს წყლის მიწოდებისა და განაწილების, მოხმარების, ასევე ნარჩენი წყლის გამტარი სისტემების გამართულად მუშაობით საცხოვრებელ, ადმინისტრაციულ ან ინდუსტრიულ შენობებში — მშენებლობებზე, საწარმოებში ან მომსახურების სფეროში.![]()
#განვითარება_იწყება_განათლებით — თუ გსურს შეისწავლო სანტექნიკოსის მოთხოვნადი სპეციალობა, რომელიც არასდროს დაკარგავს მნიშვნელობას და მუნიციპალიტეტის დიდი პოექტის #კვალდაკვალ_შექმნის_ცვლილებებს შენთვისაც, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა:
#მიმდინარეობს_რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე #სანტექნიკური_სამუშაოები.
პროგრამაზე შეისწავლი სანტექნიკური სამუშაოების წარმოების ძირითად პრინციპებს უსაფრთხოების ნორმების დაცვით:
სანტექნიკური ნახაზების პირობითი აღნიშვნების წაკითხვას
გარე წყალსადენი ქსელიდან შენობაში შემყვანი მილის მოწყობას და ქსელთან დაერთებას
შიდა წყალმომარაგების სისტემის დაკვალვის სამუშაოების შესრულებას
მილსადენის შიდა ქსელის მონტაჟს
შიდა წყალარინების ქსელში დგარების, სარინი და გამომყვანი მილების მონტაჟს
საწმენდი რევიზიის მოწყობას, ტრაფებისა და სიფონების მონტაჟს
წყალჩადინების ქსელის მონტაჟს
სხვადასხვა სანტექნიკური მოწყობილობების/ტექნიკის მონტაჟს
#პროგრამის_ხანგრძლივობა – 11 კვირა (165 საკონტაქტო საათი, კვირაში – 15 საათიანი დატვირთვით) და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამაზე #მისაღებ_მსმენელთა რაოდენობა: 15
პროგრამაზე #დაშვების_წინაპირობა: საბაზო განათლება (დასრულებული 9/10 კლასი)
მსმენელთა #შერჩევის_ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება კოლეჯის საკონკურსო კომისიასთან
პროგრამაზე #ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით.
პროგრამაზე #სწავლა_უფასოა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო)
#პროგრამა_განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სასწავლო სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
#პროგრამის_დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – #სერტიფიკატი
კოლეჯში შექმნილია წარმატებულ კურსდამთავრებულთა #დასაქმება_თვითდასაქმების მხარდაჭერის სერვისები.
პროგრამაზე #რეგისტრაცია შესაძლებელია 2-19 ოქტომბრის პერიოდში ონლაინ ვებ გვერდზე- https://vet.emis.ge ან კოლეჯში ვიზიტით.
#როგორ_დარეგისტრირდეთ_ონ_ლაინ:
დარეგისტრირდით ვებ გვერდზე https://vet.emis.ge
გაიარეთ ავტორიზაცია და აირჩიეთ სასურველი პროგრამა ბლოკიდან “მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები”. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას.
დაელოდეთ აპლიკანტთა საკონკურსო შერჩევის ეტაპის გამოცხადებას (რეგისტრაციების პერიოდის დასრულების შემდეგ).
#რეგისტრაციისათვის_მოგვმართეთ_კოლეჯში:
მისამართი: ხაშური, ახალი ბანას ქ.#15
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
577 004 114
სწავლა #სანტექნიკური_სამუშაოების პროგრამაზე 2025 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყება





