რეგისტრაცია – ხელით ელექტრო რკალური შედუღება

📣 #დაიწყო_რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე #ხელით_ელექტრო_რკალური_შედუღება
✅ #პროგრამაზე_შეისწავლება ხელით ელექტრო-რკალური შედუღების სამუშაოების შესრულება თანამედროვე თეორიულ-ტექნიკური სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით:
🔹ხელით ელექტრო რკალური_შედუღების ტექნოლოგია
🔹სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის გაცნობა
🔹 სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება
🔹 შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადება, მომჭიმებზე აყვანა
🔹 შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრო-რკალური შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებაროებაში
🔹 შენადუღი ნაკერის დამუშავება, ხარისხის კონტროლი და დეფექტების გამოსწორება
🔹 შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა
⏳ #პროგრამის_ხანგრძლივობაა 13 კვირა, 200 საკონტაქტო საათი, კვირაში 15-20 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
🔸პროგრამაზე #მისაღებ_მსმენელთა რაოდენობა: 15
🔸პროგრამაზე #დაშვების_წინაპირობა: საბაზო განათლება და ასაკი 18+
🔸მსმენელთა #შერჩევის_ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება კოლეჯის საკონკურსო კომისიასთან
🔸პროგრამაზე #ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით
🎁 პროგრამაზე #სწავლა_უფასოა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო)
🏛 #პროგრამა_განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით.
🎓📃 #პროგრამის_დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – #სერტიფიკატი.
✅ კოლეჯში შექმნილია წარმატებულ კურსდამთავრებულთა #დასაქმება_თვითდასაქმების მხარდაჭერის სერვისები
✅ პროგრამაზე #რეგისტრაცია შესაძლებელია 2-19 ოქტომბრის პერიოდში ონლაინ ვებ გვერდზე- https://vet.emis.ge ან კოლეჯში ვიზიტით.
🌐 დარეგისტრირდით ვებ გვერდზე https://vet.emis.ge
✅ გაიარეთ ავტორიზაცია და აირჩიეთ სასურველი პროგრამა ბლოკიდან “მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები”. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას.
⏳ დაელოდეთ აპლიკანტთა საკონკურსო შერჩევის ეტაპის გამოცხადებას (რეგისტრაციების პერიოდის დასრულების შემდეგ).
📬 მისამართი: ხაშური, ახალი ბანას ქ.#15
⏰️ სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00
❓დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎️ 577 004 114
🎊 სწავლა #ხელით_ელექტრო_რკალური_შედუღების პროგრამაზე 2025 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყება