#მიმდინარეობს_რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე #ხე_ტყის_დამზადება_და_ტყის_დაცვის_სამუშაოები
#პროგრამაზე_შეისწავლება ხე-ტყის დამზადებისა და ტყის დაცვის სამუშაოების შესრულება პროფესიის თანამედროვე თეორიულ-ტექნიკური სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით:
სამუშაო გარემოს გაცნობა
საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი წიწვოვანი სახეობები
საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი ფოთლოვანი სახეობები
სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
ხანძრის ქრობა
მავნებელ დაავადებათა გამოვლენა
ხის ჭრის პროცესის მომზადება
ხის მოჭრა
მოჭრილი ხის გაწმენდა და დახარისხება
დამზადებული ხის გამოზიდვა/ტრანსპორტირება
#პროგრამის_ხანგრძლივობაა 12 კვირა, 166 საკონტაქტო საათი, კვირაში 8-15 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამაზე #მისაღებ_მსმენელთა რაოდენობა: 15
პროგრამაზე #დაშვების_წინაპირობა: საბაზო განათლება და ასაკი 18+
მსმენელთა #შერჩევის_ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება კოლეჯის საკონკურსო კომისიასთან
პროგრამაზე #ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით
პროგრამაზე #სწავლა_უფასოა – სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო)
#პროგრამის_თეორიული_ნაწილი განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, ხოლო #პრაქტიკული ნაწილი – #კოლეჯის_პარტნიორის – ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის ბაზაზე.![]()
#პროგრამის_დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – #სერტიფიკატი.
კოლეჯში შექმნილია წარმატებულ კურსდამთავრებულთა #დასაქმება_თვითდასაქმების მხარდაჭერის სერვისები
პროგრამაზე #რეგისტრაცია შესაძლებელია 2-19 ოქტომბრის პერიოდში ონლაინ ვებ გვერდზე- https://vet.emis.ge ან კოლეჯში ვიზიტით.
#როგორ_დარეგისტრირდეთ ონ-ლაინ:
დარეგისტრირდით ვებ გვერდზე https://vet.emis.ge
გაიარეთ ავტორიზაცია და აირჩიეთ სასურველი პროგრამა ბლოკიდან “მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები”. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას.
დაელოდეთ აპლიკანტთა საკონკურსო შერჩევის ეტაპის გამოცხადებას (რეგისტრაციების პერიოდის დასრულების შემდეგ).
ასევე შეგიძლიათ #რეგისტრაციისათვის_მოგვმართოთ_კოლეჯში:
მისამართი: ხაშური, ახალი ბანას ქ.#15
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
577 004 114
სწავლა ხე-ტყის დამზადებისა და ტყის დაცვის სამუშაოების შემსწავლელ პროგრამაზე 2025 წლის 10 ნოემბრიდან დაიწყება





