პროფესიული ორიენტაცია სისტემური პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის – პოტენციური პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას, კოლეჯში განხორციელებადი პროფესიული საგანმანათლებლო/პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შესახებ.
პროფესიული ორიენტაცია საშუალებას აძლევს ინდივიდს, თვითცნობიერების ამაღლებისა და გადაწყვეტილების უნარის განვითარების მხარდაჭერით, გაიაზროს
საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები, ღირებულებები და განვითარების პერსპექტივები სწორი პროფესიის არჩევაში, დასაქმება-თვიდთასაქმების პირობების გათვალისწინებით.
პროფესიული ორიენტაცია კოლეჯში მიმდინარეობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის კოორდინაციით.