პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს ელექტრო-რკალური შედუღების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას სამშენებლო, სარკინიგზო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებებში.
პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ხელით ელექტრო-რკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებათა დახასიათება
- სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის გაცნობა
- სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება
- შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადება, მომჭიმებზე აყვანა
- შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრორკალური შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში
- შენადუღი ნაკერის დამუშავება, ხარისხის კონტროლი და დეფექტების გამოსწორება
- შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა
პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 13 კვირა – 200 საკონტაქტო საათი, კვირაში 15 – 20 საათიანი დატვირთვით
- დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება და ასაკი 18+
- მსმენელთა შერჩევის ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
- პროგრამაზე ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით




