მისია

კოლეჯი „ქართლი“ მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე მოთხოვნადი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ტრადიციული ხელობებისა და თანამედროვე პროფესიების მიმართულებებით

ხედვა

2030 წლისათვის კოლეჯი „ქართლი“ საქართველოში და საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცეა მოთხოვნადი პროფესიების სწავლებასა და დასაქმება-მეწარმეობის ხელშეწყობაში

ღირებულებები

ჩვენი კულტურით პოზიტიური ცვლილებები შეგვაქვს ადამიანების ცხოვრებაში.

ჩვენი თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მუშაობის, სწავლისა და განვითარების თანაბარ
შესაძლებლობებს.

ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მაღალი სტანდარტების, ინკლუზიურ და მდგრად პლატფორმას მისიის შესასრულებლად, რომელიც ეფუძნება:

  • კეთილსინდისიერებას
  • პროფესიონალიზმს
  • გუნდურობას
  • ინიციატიურობის წახალისებას
  • სტუდენტზე ორიენტირებულობას
  • ინოვაციურობის მხარდაჭერას
  • ტექნოლოგიურ განვითარებას
  • საქმიანობის გამჭვირვალობას
  • სანდო პარტნიორულ თანამშრომლობას
  • სოციალურ პასუხისმგებლობას

კოლეჯის დევიზი: განათლება გვაძლიერებს