პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს სატყეო საქმიანობის იმ ძირითად საკითხებს, რომელთა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ უმოკლეს ვადებში თვითდასაქმებას ან დასაქმებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალურ სამსახურებში, ხე-ტყის დამამზადებელ კომპანიებში, გარემოსდაცვით ორგანიზაციებში.
პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- პროფესიისა და სამუშაო გარემოს გაცნობა
- საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი წიწვოვანი სახეობების დახასიათება
- საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი ფოთლოვანი სახეობების დახასიათება
- სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების
- განხორციელება
- ხანძრის ქრობა
- მავნებელ-დაავადებების გამოვლენა
- ხის ჭრის პროცესის მომზადება
- ხის მოჭრა
- მოჭრილი ხის გაწმენდა და დახარისხება
- დამზადებული ხის გამოზიდვა/ტრანსპორტირება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით
პროგრამის თეორიული ნაწილი განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ, ხოლო პრაქტიკული ნაწილიგანხორციელდება კოლეჯის პარტნიორის – ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ბაზაზე.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა – 166 საკონტაქტო საათი, კვირაში 8 -15 საათიანი დატვირთვით
- დაშვების წინაპირობა: საშუალო განათლება და ასაკი 18+
- მსმენელთა შერჩევის ფორმა: საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
- პროგრამაზე ჩარიცხვა: საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით




