კარიერის დაგეგმვა

დასაქმება და კარიერული მხარდაჭერა არის კოლეჯში მიმდინარე პროცესი, რომელიც:

ა) ხელს უწყობს სტუდენტებს/მსმენელებს და კურსდამთავრებულებს შეიძინონ პროფესიულ მომავალთან დაკავშირებული გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად საჭირო უნარ-ჩვევები

ბ) უზრუნველყოფს მათი კარიერის დაგეგმვის, დასაქმებისა და პროფესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სისტემატიურად შეისწავლის ადგილობრივ შრომით ბაზარს, ახდენს პოტენციური დამსაქმებლების იდენტიფიცირებას და მოძიებას, მათთან
შეხვედრების ორგანიზებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს როგორც სამსახურის მაძიებელ სტუდენტს/მსმენელს/კურსდამთავრებულს, ისე დამსაქმებელს.