შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

🇬🇪 #ეროვნული_თავდაცვის_აკადემიაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა შიდა ქართლის პროფესიული კოლეჯებისა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან და მათი ოჯახის წევრებთან.
🎯 შეხვედრის მიზანი იყო აუდიტორიისათვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინსტიტუციური და #პროფესიულ_პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
🔹 აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი “ქართლი” #წარადგინა ხარისხის მართვის მენეჯერმა – ჯონი ხაჩიძემ.
📚📖 შეხვედრაზე დამსწრეთა მხრიდან #გამოიხატა_ინტერესი ჩვენი კოლეჯის პროგრამებსა და სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით.