კოლეჯში მოქმედებს არაფორმალური აქტივობების წახალისებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთა მიზანია საკვანძო კომპეტენციების ფორმალური საგანმანათლებლო პროცესის მიღმა, ალტერნატიული გზებით პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესისა და სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა.
კოლეჯი მხარს უჭერს სტუდენტთა/მსმენელთა ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია მათ აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, სამოქალაქო აქტივობებში სტუდენტთა/მსმენელთა ჩართვასა და არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესის განვითარების ხელშეწყობაზე, აგრეთვე სამეწარმეო კომპეტენციებისა და უნარების განმავითარებელი აქტივობების განხორციელებას, სტარტაპებს, დარგობრივი პროექტების შემუშავება/იმპლიმენტაციის პროცესს, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტთა/მსმენელთა განვითარებაზე.