ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა Oris

პროგრამის თემატიკა ითვალისწინებს ბუღალტერიის იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ ბუღალტერიის მიმართულებით მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას, როგორც ადგილობრივ საჯარო და კერძო დაწესებულებებში, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ბუღალტრული აღრიცხვის ელემენტების შინაარსისა და თავისებურებების ჩამოყალიბება, მათი აღრიცხვა
  • ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შინაარსისა და თავისებურებების ჩამოყალიბება, მათი აღრიცხვა
  • ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა
  • Ms Excel-ის მომხმარებლის ინტერფეისში და Ms Excel-ის ცხრილებში მუშაობა
  • კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში პირველადი დოკუმენტების მონაცემების შეტანა, მონაცემების რედაქტირება და შენახვა

პროგრამაზე სწავლა უფასოა: სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ

პროგრამა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სახელოსნოში მაღალკვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

  • პროგრამის ხანგრძლივობა:  19 კვირა – 216 საკონტაქტო საათი, კვირაში 13 – 15 საათიანი დატვირთვით
  • დაშვების წინაპირობა: საშუალო განათლება და ასაკი 18+
  • მსმენელთა შერჩევის ფორმა:   საკონკურსო შერჩევა – მოტივაციური გასაუბრება
  • პროგრამაზე ჩარიცხვა:  საკონკურსო შერჩევის შედეგების მიხედვით

პროგრამაზე სწავლა უფასოა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი

კოლეჯში ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა დასაქმება-თვითდასაქმების სერვისები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს WWW.VET.EMIS.GE ან დაგვიკავშირდით კოლეჯში